ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ვარჯიშის დროს, ბავშვებს თავით თამაში აუკრძალა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, მოზარდებში ვარჯიშის დროს, თავით თამაში აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი, სპორტსმენების ჯანმრთელობასა და კარიერაზე ფეხბურთის გავლენასთან დაკავშირებული კვლევა გახდა, რის შემდეგად, გამოვლინდა, რომ ყოფილი ფეხბურთელები დემენიციისგან 3,5 ჯერ ხშირად კვდებიან, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. მეცნიერები ამას თამაშების დროს, თავით ხშირ დარტყმებს უკავშირებენ.

თუმცა აკრძალვა, მატჩების დროს არ იმოქმედებს.

თავით თამაშის სრული აკრძალვა დაუწესდათ ბავშვებს 12 წლამდე, 17 წლამდე სპორტსმენები კი, მსგავს მეთოდს მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოიყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები