იტალიაში კორონავირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 322 დაავადებულია
იტალიაში კორონავირუსს COVID-19 უკვე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 322 დაავადებულია.
დაავადების შემთხვევები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ისევ ფიქსირდება. სიცილიაზე უვე სამი დაინფიცირებულია.
25 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის შესაკავებლად იტალიამ საჭირო ზომები მიიღო.
გუშინ ასევე ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევები ავსტრიაში, ხორვატიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში დაფიქსირდა.