როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

0

26-27 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 27-ში დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი