ჩინეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 2715-მდე გაიზარდა, 29 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
ჩინეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 2715-მდე გაიზარდა, 78 064 დაავადებულია, ვირუსი 29 745-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 51 ადამიანია გარდაიცვალა.