ირანის პრეზიდენტმა საზოგადოება დაამშვიდა – “კორონავირუსი გრიპზე საშიში არ არის”

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკას არ აყვნენ და იმედი გამოთქვა, რომ მას მალე დაამარცხებენ.

“B ტიპის ვირუსმა ამერიკაში 16 ათასი ადამიანი მოკლა, ირანში კი 100. კორონავირუსი მალე ვრცელდება, მაგრამ ის გრიპზე საშიში არ არის. ღმერთის წყალობით, გრიპს წარსულში დავტოვებთ”, – განაცხადა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა მოსახლეობას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა

ირანში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, 95 დაავადებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები