ივანე მაჭავარიანი: ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში
მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე კომიტეტის სხდომაზე, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე სწორედ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„მესმის, რომ რეგლამენტით ვალდებული ვარ მივიდე კომიტეტის სხდომაზე, თუმცა რამდენიმე დღის წინ მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე სწორედ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. თქვენ ნახეთ პარლამენტის სხდომაზე, რომ დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც წერილი მოიწერა. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი არ უნდოდათ. მიაჩნიათ, რომ ეს მისვლის ფორმატი იძლევა რაღაც მეტი სპეკულირების საშუალებას. საუბრობენ, რომ ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ოთხჯერ ვიყავი პარლამენტში. თუ რეგლამენტი იმისთვის გვინდა, რომ ანგარიშვალდებულება იყოს, პარლამენტში ეს არაერთხელ გავაკეთე“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.