სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა არიან დაშავებულები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვაანილია ორი ახალგაზრდა, 24 და 25 წლის გოგო და ბიჭი. ბიჭს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ამბულატორიულად გაეწია დახმარება. რაც შეეხება გოგონას კი სტაციონარში რჩება და მიმდინარეობს საოპერაციო მზადება ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი. მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ექიმმა დავით ღვინიაშვილმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები