თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა. ავარიის შედეგად, მძიმედ დაშავდა ერთი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა მამაკაცი გულ-მკერდის არეშია დაშავებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები