“ლელო საქართველოს” რეგიონული ოფისი ამჯერად ბათუმში გაიხსნა

ბათუმში პოლიტიკური პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის” ოფისი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის საარჩევნო შტაბის კოორდინატორად ირაკლი კუპრაძე დასახელდა.
პარტიის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ლელო საქართველოს” მთავარი სამოქმედო გეგმა წარადგინა და განმარტა, რომ  მნიშვენლოვანია, აჭარა არ იყოს ასოცირებული კაზინოებთან, არამედ ის უნდა გახდეს საზღვაო ბიზნესცენტრი.

“ძალიან ცოტას ვისაუბრებ უმუშავრობაზე, სიღატაკეზე, ემიგრაციაზე, დაცარიელებულ სოფლებსა და ქალაქებზე. დღეს ვისაუბრებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემები აღმოიფხვრას. თითოეული ოჯახის სიძლიერის გარეშე ჩვენ მომავალი არ გვაქვს. რაც შეეხება აჭარას, ეს არის უნიკალური კუთხე, რომელიც უნდა განვითარდეს უფრო მეტად ვიდრე დღეს არის. მთავარი საკითხი რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას შევცვლით,ლ არის ის, რომ აჭარა არ იყოს ასოცირებული კაზინოებთან. ეს სამრეწველო და ბიზნეს ქალაქია. აჭარა უნდა გავხადოთ საზღვაო ბიზნესცენტრი. რაც შეიძლება მეტი გემი უნდა იყოს ქართული დროშის ქვეშ მცურავი. საზღვაო მიმართულებით სერვისები უნდა გასამმაგდეს. ამის ტრადიცია გვაქვს, ეს გამოცდილება გვაქვს, თუმცა ჩვენი მეზღვაურები დღესდღეობით სხვა დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მუშაობენ. აქ უნდა იყოს საერთაშორისო არბიტრაჟი”, – თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ბათუმის ოფისის გახსნაზე ხაზი ყურადღება გაამახვილა, რომ “ლელოს” ოფისები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები