95 წლის ლეჩხუმელ ლოტბარს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

ცაგერში, კულტურის ცენტრში ლეჩხუმელი ლოტბარის, ეთნომუსიკოლოგისა და ხალხური სიმღერების შემსრულებლის რაფიელ კოპალიანის 95 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს. საღამოზე მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ ლოტბარს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და მედლით დააჯილდოვა.

ლოტბარს წლების განმავლობაში აღდგენილი აქვს 33 ისეთი სიმღერა, რომელიც ლეჩხუმურ კილოკავში იმღერება.
საღამოზე გამომსვლელებმა – ლოტბარმა ნანა გოგოლაძემ, ანსამბლ”სალაღობოს” ხელმძღვანელმა ზაზა ყურაშვილმა, ისტორიული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა დავით კოპალიანმა, აფხაზეთიდან დევნილმა დალი ჯონჯუამ ქვეყნისა და კუთხის წინაშე  რაფიელ კოპალიანის ღვაწლზე ისაუბრეს.
საიუბილეო კონცერტს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ – ანსამბლი “სახიობა” და მისი ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი, ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შემგროვებელ-შემსრულებელი, მკვლევარი მალხაზ ერქვანიძე და პროფესორი, ეთნომუსიკოლოგი ნატო ზუმბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები