“საქართველოს ნამდვილად მოენატრა საბჭოთა კავშირი?!” – “ევროპული საქართველოს” ოფისთან მესამე დღეა აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან მესამე დღეა სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისთვის საპარლამენტო მანდატები ჩამორთმევას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, საქართელოს პარლამენტში ოკუპანტის ჰიმნის გაჟღერება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის ღალატია, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტების აზრით, დეპუტატებმა პასუხი პოლიტიკურადაც უნდა აგონ.
“როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებს ნებისმიერი რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც ნახავს ამ კადრებს, არ ეტყვის დასავლეთსა და ნატოს, რომ საქართველოს ნამდვილად მოენატრა საბჭოთა კავშირი?! ჩვენი მოთხოვნაა, რომ ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ დატოვონ საქართველოს პარლამენტის მანდატები”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნათია კონცელიძე.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისის წინ პერფორმანსიც მოაწყვეს. მათ “ევროპული საქართველოს” ორ ქალ დეპუტატს  სიმბოლურად  სიგელები გადასცეს, რომლებიც შემდეგ დაწვეს.
სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ისინი აქცია-პერფორმანსების შეწყვეტას არ აპირებენ და ყოველ დღე შეიკრიბებიან “ევროპული საქართველოს” ოფისთან სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვდა და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს არ ჩამოერთმევათ მანდატები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები