არჩილ გოგსაძე: ბაღდათის 2020 წლის ბიუჯეტი 13 100 000 ლარია

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ  მაესტრო რეგიონებისთვის  ეთერში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე  ისაუბრა.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი  13 მილიონ ასიათას ლარს შეადგენს, საიდანაც 7 700 000 ლარი ადგილობრივი სახსრებია, ხოლო 4 მილიონნახევარი ლარი სხვადასხვა ფონდიდან გამოიყოფა. რაც შეეხება წინა წელს,  შესრულება გვქონდა 15 მილიონი, სასტარტო იყო 12 მილიონი, მაგრამ შემდეგ ცვლილებები განხორციელდა და საბოლოო ჯამში  შესრულება 15 მილიონი ლარი იყო. რაც ბაღდათისთვის უპრეცედენტო არის და იმედი გვაქვს რომ წლის ბოლოს გასულ წელზე უკეთეს შედეგს დავდებთ. ბიუჯეტი მზარდია სამი წელია ვსაქმიანობ ბაღდათში და  ბიუჯეტი ყოველწლიურად მატულობს.

2020 წლის  ბიუჯეტში  პრიორიტეტად 7 მიმართულებაა, აქედან ექვსი  არის არსებული, რაც იყო 2019 წელს, განათლება-კულტურა- სპორტი,  გარემოს დაცვა, დასუფთავება, ადმინისტრაციული . მმართველობითი ხარჯები, წელს  კი დაემატა სოფლის მეურნეობა-ტურიზმი”, -განაცხადა არჩილ გოგსაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები