გორში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფმა ერთმა მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ადგილზე ამ წუთებში გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც “რეგიონული კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  276-ე  მუხლის მეორე  ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები