კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები იქმნება

კახეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობები იქმნება. ამ კუთხით,    პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მრავალმხრივ თანამშრომლობას გეგმავს.

კახეთში მოქმედმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ- „მეღვინეობა ხარება”, თელავის კოლეჯთან ერთად​, დუალური პროგრამების განხორციელება დაგეგმა და რეგიონის მოსახლეობას პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამები შესთავაზა.

კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების სფეროში წინ წამოწევს ისეთ პროფესიებს,როგორებიცაა აგრონომია,მეხილეობა,მეღვინეობა – მევენახეობის სპეციალობები და სხვ. აღნიშნული სიახლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ მეღვინეობა „ხარებას“ და კოლეჯ „პრესტიჟის“ წარმომადგენლებს ყვარელში წარუდგინა.

საუბრისას აღინიშნა,რომ დუალური სწავლებისას კომპანია და კოლეჯი ერთობლივად განახორციელებენ ისეთ პროგრამას,სადაც სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, სწავლის პროცესთან ერთად, სამუშაო გამოცდილებაც მიიღოს.

“მისასალმებელი ფაქტია,ვინაიდან კერძო კომპანიასა და კოლეჯს შორის, პროფესიული განათლების მიწოდების კუთხით, ეს საუკეთესო ფორმატია. დიდი იმედი გვაქვს,რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა საუკეთესო შედეგს გამოიღებს “,- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები