სოფიო ქაცარავა: დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო საქართველო ისეთ ქვეყანაში, როგორიც გაერთიანებული სამეფოა

სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებულ მილოცვებზე საზოგადოებას მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი პატივია გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს წარდგენა.

“დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდები.

გარდა ამისა ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ისეთ ქვეყანაში როგორიც გაერთიანებული სამეფოა.

შეგახსენებთ, რომ სოფიო ქაცარავა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები