ნატოს მასშტაბური სწავლება ევროპაში Defender Europe 20 – გერმანიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ

გერმანიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ, რომლებიც ნატოს მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში Defender Europe 20-ში მიიღებენ მონაწილეობას.

მანამდე, ვრემერჰავენის პორტში აშშ-ის ოთხი სატვირთო ხომალდები ჩავიდა, რომლებმაც ევროპაში სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს.

გერმანია, ნატოს მასშტაბური სწავლების ერთ-ერთი ადგილია. მანევრებში 20 ათასი ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც გერმანიიდან პოლონეთშიც იქნებიან გადასროლილი, ჰამბურგში კი, 7 ათასი ჯარისკაცი გაივლის მომზადებას.

როგორც ბუნდესვერის გაერთიანებული ძალების მეთაურმა, მარტინ შელაისმა განაცხადა, სწავლება გერმანიის თავდაცვაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

Defender Europe 20-ში სულ 18 ქვეყნის 37 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანია შესაძლო კრიზისული ვითარებებისთვის მომზადებაა.

ამის პარალელურად, 22 თებერვალს, გერმანიაში ნატოს სწავლების საწინააღმდეგო პაციფისტების საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები