გორის U13 საფეხბურთო გუნდი “Minsk Cup 2020” მიემგზავრება
გორის მერიის სპორტის განვითარების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, გორის U13 საფეხბურთო გუნდი “Minsk Cup 2020” მიემგზავრება.
საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მიმავალ გუნდს, მათ მშობლებსა და მწვრთნელებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა.
მერი ფეხბურთელებს მათი ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და საზღვრებს გარეთ დაგეგმილ თამაშებზე წარმატებები უსურვა.
“Minsk Cup 2020”- ზე 13 წლიანთა საფეხბურთო გუნდი ოფიციალური მიწვევით 25 თებერვალს გაემგზავრება და საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდება.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” ხელმძღვანელის გია ისიანის განცხადებით, ვიზიტის მიზანი გამარჯვების სურვილთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მისი ადგილზე დანერგვა და ახალი კონტაქტების მოძიებაა.