ხარაგაულში ორი სოფელი გაზიფიცირდება

ხარაგაულში, წელს, ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია. გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები