გორში რეგისტრირებულ შშმ პირებს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 60 შშმ პირს ეტლები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ეტლების გადაცემის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები და უცხოელი დონორები ესწრებოდნენ.
“დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები. თითოეული ეტლის ღირებულება, რომელსაც მისი ტექნიკური შესაძლებლობები განსაზღვრავს, 315 დან 615 ლარამდე მერყეობს. გორის მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ აქტიური თანამშრომლობის შედეგად 2013 წლიდან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი“, განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.