უკრაინაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს
უკრაინაში, სუმის ოლქში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
ინციდენტი 17 თებერვალს, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაფეს სტუმრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მოკლეს.
27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მასთან მყოფი პირი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება თავდამსხმელს, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი, საკუთარ სახლში დააკავა, მან მკვლელობის ფაქტი აღიარა.
ამჟამად ის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
მკვლელობაში ეჭვმიტანილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.