კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 2118-მდე გაიზარდა, 16 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა

კორონავირუსს COVID-19, 2118 ადამიანი ემსხვერპლა, 74,5ათასზე მეტი დაავადებულია, 16 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა.

დაავადებულთაგან თითქმის 12 ათასი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.

ამასთან, კომიტეტში აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები