20 თებერვალს წეროვნის დევნილთა დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდება

20 თებერვლის, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვნის დევნილთა დასახლებას გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა.

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 თებერვლის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ და გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ .

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები