ხელვაჩაურში მოსახლეობა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილებას აპროტესტებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახვილაურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართს. სოფლის ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 100-მა ოჯახმა მძიმე ტექნიკის გადაადგილება გააპროტესტა. ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელ სახლებს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ავტობანის მშენებლობისთვის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ინტენსიურად გადაადგილდება. აქციის მონაწილეების განმარტებით, ცხოვრება დღითიდღე საფრთხის შემცველი ხდება.
მოსახლეობამ საგზაო დეპარტამენტისაც მიმართა, თუმცა როგორც შეკრებილებმა “რეგიონულ კვირასთან“ განაცხადეს, რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი აქციებს აანონსებენ და ავტობანის მშენებლობისთვის ხელის შეშლას გეგმავენ. აქციის მონაწილეებთან ერთდ იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.
საგზაო დეპატრამენტში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც მდგომარეობას უმოკლეს ვადაში ადგილზე შეისწავლის. მათივე განმარტებით, თუ დადგინდა, რომ ავტობანის მშენებლობამ სახლების დაზიანება გამოიწვია მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები