ლენტეხის “ეტალონი მოსწავლე” ზურაბ გაზდელიანი გახდა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
„ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს,ზურაბ გაზდელიანს მიენიჭა,
იგი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების დაწყებამდე, პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს სიახლეები წარუდგინა.
2019 წლის სექტემბრიდან ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა”, ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე – გზა ევროპისკენ!”, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს ისევ „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა.
„ეტალონი” 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს” ადგილზევე გამოავლენს.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.