აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, მექსიკის მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში მექსიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ არის გადაბირებული, – განაცხადეს ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, მექსიკის მოქალაქე და სინგაპურში მცხოვრები, ექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი, აშშ-ის ტერიტორიაზე “რუსეთის მთავრობის სახელით მოქმედებდა”.

2019 წელს რუსმა ჩინოვნიკმა ფუენტესი დაიქირავა და სხვა დავალებებთან ერთად, ისეთი ავტომობილის მოძებნა, რომელიც “აშშ-ის მთავრობაში წყაროს” შეიძლება ეკუთვნოდეს და ავტომობილის სარეგისტრაციო ნომრის ჩაწერა დაავალა. ავტომობილის ფოტო, მექსიკელის მეუღლის ტელეფონში წაშლილ ფაილებში მაშინ იპოვეს, როდესაც წყვილი მაიამის აეროპორტიდან მექსიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

ფუენტესმა აღიარა, რომ ავტომობილს რუსი ჩინოვნიკის დავალებით გადაუღო ფოტო.

გარდა ამისა, დავალების მიხედვით, ფუენტესს მაიამიში სხვის სახელზე სახლი უნდა დაექირავებინა.

მექსიკელი, რუსეთში არაერთხელ არის ნამყოფი, სადაც დავალებებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისგან ღებულობდა.

სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ აშშ-ის დაზვერვა რუსეთს, ქვეყანაში ჯაშუშობის მთავარ წყაროდ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები