2019 წელს მცხეთა-მთიანეთში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, გასულ წელს, დაახლოებით 182 კმ სიგრძის გზა დაიგო. მოეწყო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ინფრასტრუქტურა. მოასფალტდა დასახლებებს შორის დამაკავშირებელი გზები და შიდა საუბნო ქუჩები.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. პროექტების ჯამური ღირებულება 91 მლნ ლარზე მეტი იყო.