ცაგერის მერიაში ორსული ქალებისთვის სოციალური პროგრამა ხორციელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამები 2020 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში,  ყოველი თვის დასაწყისში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარები, გარკვეული სახის კვების პროდუქტებს  საჩუქრად იღებენ.

სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჩაკვეტაძე „რეგიონულ კვირასთან“ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალებს, რომლებსაც სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000 ნაკლები აქვთ, მერიის ბიუჯეტიდან კვების ვაუჩერი და პროდუქტები გადაეცემათ თვეში ერთხელ.
„ჩვენ მათ 100 ლარის საკვები პროდუქტით ვუზრუნველყოფთ, სრულფასოვანი კვებისთვის საჭირო თევზს, ხორცს,შაქარს, წიწიბურას, შვრიას, კარაქს,კვერცხს და სხვა მათთვის საჭირო საკვებით ვამარაგებთ, მნიშვნელოვანია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ერთადერთი თუ არა, ერთერთი თვითმმართველობაა, რომელიც ამ ჰუმანურ აქტს ანხორციელებს სახელმწიფოს დახმარებით, ამას რა თქმა უნდა პერმანენტული ხასიათი აქვს და ჩვენ ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად გავზარდოთ მათი კვების რაციონი“, -განაცხადა დავით ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები