საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იორდანიაში ეკლესიათა შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ჩასვლისგან თავს შეიკავებენ,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები განიხილება. თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები მიიღებენ.
შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიო პატრიარქი.