“გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” – ჭიათურაში სისხლის დონორთა უანგარო აქცია გაიმართა
ჭიათურაში, შპს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ინიციატივითა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონორთა აქცია “გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.
აქციაში მერიის თანამშრომლები, მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ჩაერთვნენ. სისხლის ბანკის წარმომადგენლებსა და დონორებს ჭიათურის მერი შეხვდა.
გივი მოდებაძემ აქციაში ჩართულ ყველა უანგარო დონორს მადლობა გადაუხადა. შპს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი მსგავსი სახის აქციებს იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ატარებს.