ავღანეთში 28 სექტემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, ორ დღეში გახდება ცნობილი

ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, 2019 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს, უახლოეს ორ დღეში გამოაცხადებს.

მანამდე, ავღანეთის პრეტენზიებისა და საჩივრების კომისიამ, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ 16,5 ათასი საჩივარი მიიღო.

28 სექტემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, აშრაფან განიმ, ხმათა 50,64% მოიპოვა.

მეორე ადგილი, 39, 52%-ით, აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, აბდულა აბდულამ დაიკავა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შედეგების წინასწარ მონაცემს არ ეთანხმება და ხმების გადათვლა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები