ე.წ. სამხრეთ ოსეთში აფთიაქებს ქართული წარმოების მედიკამენტები ჩამოართვეს

ე.წ.სამხრეთ ოსეთში “ეკონომიკურ დანაშაულებებთან ბრძოლის” ფარგლებში, აფთიაქებს ქართული წარმოების მედიკამენტები ჩამოართვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. შსს პრესსამსაუხრი ავრცელებს.

ე.წ. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია „ვოლტარენი“, „ფლუქოლდ ნ“, „კრესტორი“, გემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსი“ და სხვა მედიკამენტები.

სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება „მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები