სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ
პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის პოსტზე შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.