ანკარაში სასწავლო დაწესებულების დირექტორს ესროლეს

ანკარაში, ეთიმესგუთის რაიონში მდებარე ლიცეუმში სროლა მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ლიცეუმის დაცვის წევრმა, სასწავლო დაწესებულების დირექტორს ესროლა, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შენობიდან ლიცეუმის მოსწავლეების ევაკუაცია მოხდა, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები