მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

0

მესტიაში 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი ჭუბერის მკვიდრია.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მას ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში ცეცხსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი