“ბაკურიანობა 2020” წელს ორმოცდამერვედ იმართება

0

“ბაკურიანობა 2020″ 15 თებერვალს სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა.

სამთო სპორტის სახეობები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მხარისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.

„ბაკურიანობა” დღეს მრავალფეროვანი პროგრამით გრძელდება.

დღევანდელი სადღესასწაულო პროგრამა სპორტული, კულტურული, სანახაობრივი და გასართობი აქტივობითაა დატვირთული.

წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, პირველად გამოავლინეს და დააჯილდოვეს „საპატიო ბაკურიანელები”.

11:00სთ-დან რამდენიმე საათის განმავლობაში, წრიულის მიმდებარე ტერიტორიაზე Off-road 5 კატეგორიაში გაიმართა.

„ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სახალისო საბავშვო თამაში გაიმართა.

სპორტულ შეჯიბრებეში გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვეს.

დღესასწაული გალა კონცერტით დაასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი „No Comment“ მიიღებს. კონცერტს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

„ბაკურიანობა“ ტრადიციული სახალხო ზეიმია. მას ადგილობრივები კურორტის სტუმრებთან ერთად ზამთრის სეზონზე 2 დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

წელს „ბაკურიანობა“ ორმოცდამერერვედ გაიმართება.
დღესასწაულს ორგანიზებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ბორჯომის სასპორტო სკოლასთან ერთად უწევს.

კომენტარები

კომენტარი