ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა რის შედეგადაც სამი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულები კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.