ბათუმის მერია: სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქალაქში გადაადგილებაზე 45 დღის განმავლობაში შეზღუდვები იქნება
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე (ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე) ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბათუმის მერიიდან აცნობეს.
“პროექტის ფარგლებში წარმოებული სამუშაოების გამო, ხვალიდან 45 დღის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე, ნურეთინ ჩარმიქლის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებს.
ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.