ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი

 ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენაში 300 ქვეყანა მონაწილეობს. Weinmesee Berlin-ზე წარმოდგენილია მეღვინეობა “მახარე”, “საზანოს ღვინო”, “ბაიას ღვინო”, “ზაალ ლილუშვილის მარანი”, მეღვინეობა “ფერსვი”, “თეიმურაზ ჭრელაშვილის ღვინო” “ბესიქ წიქრიძე ნინოს მარანი” და ” გაიოზ სოფრომაძის ღვინო”. იმერელი მეღვინეების მონაწილეობა გამოფენაში DMO Imereti- ს ორგანიზებით შედგა. DMO Imereti-ის ორგანიზებით ღვინის კომპანიები იმერეთის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენებში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები