მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა მოიტაცეს

მარნეულში 17 წლის გოგონა მოიტაცეს. შემთხვევა დღეს  სპორტულ ცენტრ “ატა ჰოლდინგის” მიმდებარედ მოხდა. გოგონა მეგობრებთან ერთად მოსამზადებელი კურსიდან გამოვიდა, როდესაც რამდენიმე ბიჭმა მანქანაში ძალდატანებით ჩასვა. არსებული ინფორმაციით ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ, მოზარდი მოიტაცა სრულწლოვანია. 17 წლის მოზარდი გამტაცებელს იცნობდა, თუმცა ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, გოგონას მამამ მერიას დასახმარებლად მიმართა და პოლიციასთან ერთად ძიების პროცესში მუნიციპალიტეტიც ჩაერთო.
შს სამინიტრომ მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები