აბაშის მერიამ მატარებელში გაჩენილი დაკვამლიანების შემდეგ მგზავრების ტრანსპორტირება უზრულველყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურთან, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოძრაობა შეჩერდა. მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. მატარებლიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულ იქნა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ ოპერატიულად უზრუნველყო მიკროავტობუსებით მგზავრების გადაადგილება ზუგდიდამდე. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დაკვამლიანება საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები