ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებმა მათთვის პრიორიტეტული ინფრაქტრუქტურული პროექტები შეარჩიეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ჭალის ადმინისტრაციული ერთეულში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობამ მათთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ჭალა – ცენტრის (სკოლის) მიმდებარედ ტერიტორია კეთილმოეწყობა და საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონები დამონტაჟდება, პროექტების განსახორციელებლად 16 000 ლარია გამოყოფილი.
სოფელ სპეთში ცენტრალურ გზაზე, სკოლასთან, სანიაღვრე არხი და მაცხოვრის სახელობის ეკლესიისკენ მისასვლელ გზაზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა; რისთვისაც განსაზღვრულია 16 000 ლარი
დრბოში – სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა, გამოყოფილია 10 000 ლარი
საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე სოფელ საკოხიაშიდა გამოყოფილია 10 000 ლარი
ღონაში – ჭიტაძეების უბანში სანიაღვრე არხი და ნამგლაძეების უბანში საყრდენი კედელი მოეწყობა, პროექტების განსახორციელებლად განსაზღვრულია 16 000 ლარი
სოფელ პერევში – იობაშვილების უბანში მოსაცდელი მოეწყობა, ხოლო ბაქრაძეების ამოსასვლელში- დამცავი ჯებირები, პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 16 000 ლ
სოფელ ჭურნალში ჩოჩორაძეების უბანში საყრდენი კედელი მოეწყობა, მთავარანგელოზის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე რკინა/ბეტონის საფარი დაიგება, პროექტების ღირებულება 10 000 ლარია

სოფელ ჯრიაში ნაპირსამაგრი გაკეთდება სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, ღელის გასწვრივ-გამოყოფილია 10 000 ლარი
ნაპირსამაგრი, სარიტუალო დარბაზის გასწვრივ, მოეწყობა ასევე სოფელ დარყში, პროექტისათვის გამოყოფილია 16 000 ლ.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები