ირაკლი სესიაშვილი: უგულავამ არ გაასაჩივრა, ალბათ, მისაღები იყო მისთვის ის სასჯელი, რაც მიუსაჯეს, ანუ, ირიბად აღიარა

ძალიან მწყდება გული, რომ ბატონი ერმაკოვი ციხეშია, მე მას პირადად ვიცნობ, მაგრამ პროკურატურა მას ედავება. ის “ქართული ოცნების” სახეც იყო, ლიდერიც იყო, ბათუმის მერი იყო, მაგრამ მართლმსაჯულების წინაშეა. აქ ჩანს “ქართული ოცნების” პრინციპულობა, დამოკიდებულება. ასეთი რომ ყოფილიყო თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება თავისი პარტიული ლიდერების მიმართ, მერების და გამგებლების მიმართ, დღეს ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სესიაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.
„თუ დანაშაული მოხდა, ამ დანაშაულზე მართლმსაჯულება უნდა აღვასრულოთ. დანაშაული მოხდა, ასე თვლის პროკურატურა. საქმე წავიდა სასამართლოში. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა გიგი უგულავამ, ალბათ, დათანხმდა, აღიარა, არ ვიცი. მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა უგულავამ, ალბათ მისაღები იყო მისთვის ის სასჯელი, რომელიც მიუსაჯეს. ანუ, ირიბად აღიარა, მაგრამ პროკურატურამ გაასაჩივრა, ის თვლიდა, რომ საქმე ეხებოდა არა უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას, არამედ გაფლანგვას, მესამე ინსტანციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, არც ერთი ადამიანის ციხეში ყოფნა არ არის სასიხარულო, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანები ჩადიოდნენ დანაშაულს, იცოდნენ რომ ეს იყო დანაშაული, მაგრამ ამას არაფრად აგდებდნენ. თვლიდნენ, რომ რა მოხდა, რომ ქვეყნის 48 მილიონი “ნაციონალური მოძაობის” წევრებს დავურიგოთ და ვებრძოლოთ პოლიტიკურ ოპონენტებს.

ფაქტების შემსწავლელი კომისია ჩამოვა, რომელმაც უნდა დაადგინოს, გიგი უგულავამ დანაშაული ჩაიდინა, თუ არა. თუ ჩაიდინა, მაშინ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი დაიცვას, დამნაშავე ჩასვას. ძალიან მწყდება გული, რომ ბატონი ერმაკოვი ციხეშია, მე მას პირადად ვიცნობ, მაგრამ პროკურატურა მას ედავება. ის “ქართული ოცნების” სახეც იყო, ლიდერიც იყო, ბათუმის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალაქის მერი იყო, მაგრამ მართლმსაჯულების წინაშეა . აქ ჩანს “ქართული ოცნების” პრინციპულობა, დამოკიდებულება. ასეთი რომ ყოფილიყო თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება თავისი პარტიული ლიდერების მიმართ, მერების და გამგებლების მიმართ, ასეთი სიატუაცია არ გვექნებოდა, ამიტომ პასუხი მე კი არ უნდა მომთხოვონ, პასუხი ჯერ საკუთარ თავს მოსთხოვონ. დემოკრატიას მე ნუ მასწავლიან. როდესაც მმართველი პარტია იყო თვითონ და ქვეყანას მართავდნენ, მაშინ გამოეყენებინათ ეს თეორიული ცოდნა, მაშინ ემართათ ქვეყანა დემოკრატიულად”, – განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები