ქუთაისში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მერმა მოინახულა

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო,  ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე ხეების წაქცევისა და გზის სავალი ნაწილის ჩახერგვის საფრთხე დადგა. ადგილებზე სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ „სპეცსერვისების“, სამაშველო და ზედამხედველობის სამსახურების წარმომდგენლები.
ვაჟა ფშაველას და მანდარიას ქუჩებზე გზის დაკეტვის საფრთხე დროულად იქნა აცილებული. გაწმენდითი სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები