სოფელ განთიადში 57 წლის ქალი მოკლეს

ქვემო ქართლში, სოფელ განთიადში 57 წლის ქალი მოკლეს. როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის მეზობელმა უთხრა, ქალი საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა. მას თავში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

როგორც გარდაცვლილის მეუღლემ რევაზ დევნოზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქალს არვისთან ჰქონია კონფლიქტი და ეჭვიც არავისზე აქვს.

“მეზობელმა ნახა პირველმა. მეგონა რომ მანქანა დაეჯახა. არაფერი ხმაური და ძალადობა არ ყოფილა. ბლაგვი საგანი აქვს დარტყმული. რომ დამირეკა კარგ ხასიათზე იყო, დავკეტავ და წამოვალო, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია”,- განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

შს სამინიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები