სასამართლომ ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნატრული აკობია სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, მიმალვის, დანაშაულის გამეორებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე მსჯავრდებული ბაკურ სორდია პატიმრობაში დატოვა. თავად ბაკურ სორდია წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავეს ცნობს.მას უფლებადამცველი არ ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები