ლაგოდეხში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. უპატრონო ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა, ძაღლს კი ცოფი აღმოაჩნდა. როგორც “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა განუცხადა,ექსპერტიზის პასუხი დღეს მიიღეს და ცოფი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დადასტურდა. -“ცოფი დადასტურებულია და დღეს მივიღეთ პასუხი,ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მონაცემებით დამაკმაყოფილებელია,თუმცა ერთ-ერთი არ იკეთებს შესაბამის ვაქცინას,ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ დათანხმებაზე,თუ არა და ხელწერილს დაწერს რომ საკუთარი ნებით უარს ამბობს მკურნალობაზე “- ამბობს მაკა ხმალაძე. ხმალაძის თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილი მამაკაცების ვაქცინაცია აუცილებელია,რადგან თავიდან აცილებული იქნას ლეტალური შემთხვევა. ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,ხდება იმ ადამიანებთან შეხვედრა და კონსულტაცია, ვისაც ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები