დიდთოვლობის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის უმეტეს სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. უკვე მეორე დღეა დიდთოვლობის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის უმეტეს სოფლებს ელექტრო-ენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ. გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენს. ,,ენერგო-პრო ჯორგიას“ ინფორმაციით, გუშინ დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ,,აჭარის საავტომობილო გზების მიერ” იწმინდება ცენტრალური გზაც. გარდა ამისა, უხვი ნალექის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა სამივე მუნიციპალიტეტში. ხულოს, შუახევისა და ქედის ყველა სკოლ აში მეორე დღეა პროცესის შეწყვეტა ოფიციალურად გამოცხადდა . აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, რომ გაცდენილი დღეები ბავშვებს გაზაფხულზე აუნაზღაურდებათ.
გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა ხულოში. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. თორნიკე რიჟვაძემ საგზაო დეპარტამენტის, ენერგოპროჯორჯიას და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებისგან მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები