სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში ხანძარი ლიკვიდირებულია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საბავშვო ბაღში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ბრიგადა მუშაობდა.
მომხდარზე, გამოძება შს სამინისტრომ სსკ 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვის ქონების გაუთვითცნობიერებლად დაზიანებას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.