სოფელ ერგეტას საბავშვო ბაღში ხანძარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, მეხანძრე-მაშველები საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, საბავშვო ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია დროულად მოხდა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

 ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები