სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თქმით, ის დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნდა.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები